04 მაისი 2024,   03:21
ვრცლად
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - მმართველი გუნდის კრიტიკა, მოწოდება კოლეგებთან და ხალხთან დიალოგისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური გამოსვლა მმართველი ძალის კრიტიკით დაიწყო. პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის პარალელურად, ხელისუფლებას პრეზიდენტი ხალხთან მეტი კომუნიკაციას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მათი აზრის გათვალისწინებას ურჩევს. პრეზიდენტმა სასამართლო ხელისუფლებაც გააკრიტიკა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა ეკონომიკას, განათლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებს, საგარეო პოლიტიკას და კიდევ სხვა მნიშნველოვან საკითხებს შეეხო.

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის 7 წევრთან ერთად 99 დეპუტატი ესწრებოდა. ასევე, პარლამენტში იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები. ყველა მათგანმა პარლამენტი ქვეყნის მეთაურის სიტყვის დასრულების შემდეგ დატოვა.

ნახევარსაათიანი გამოსვლის შემდეგ დეპუტატებს პრეზიდენტის ინიციატივით, საპრეზიდენტო კამპანიის, მოითხოვე ქართულის ფარგლებში, სპეციალური დაგროვებითი ბარათები დაურიგდათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები