04 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
ელისო კილაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება - ჟურნალისტს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე მომხდარ თავდასხმაზე დაკითხავენ

ელისო კილაძე ვერის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. ჟურნალისტს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე მომხდარ თავდასხმაზე დაკითხავენ. კილაძე დაკითხვაზე  თავდასხმიდან 5 დღის შემდეგ დღეს დაიბარეს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევის დროს გელა ხვედელიძე ტელეფონით სწორედ ელისო კილაძეს ელაპარაკებოდა. თავდასხმა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე ორშაბათს 10:56 წუთზე მოხდა. გელა ხვედელიძეს 2 ნიღბიანი თარხნიშვილის ქუჩაზე მის საცხოვრებელ სახლთან დაესხა და სასტიკად სცემა. ხვედელიძეს 2 ოპერაცია დასჭირდა. 

დღის ამბები