03 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
მცხეთის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქების ნაწილისთვის სტატუსის ჩამორთმევა გააპროტესტა

მცხეთის საკრებულომ თვითმმართველი ქალაქების ნაწილისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მთავრობის რეფორმა გააპროტესტა. თვითმმართველობის ორგანო ოფიციალური განცხადებით მთავრობას მიმართავს, სადაც რამდენიმე მოთხოვნაა გაწერილი.

დეპუტატები ხელისუფლების გეგმას უნდობლობას უცხადებენ და იმ რისკებზე საუბრობენ, რაც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მოჰყვება. მთავრობის რეფორმის მიხედვით, რამდენიმე თემად დაყოფილი 7 თვითმმართველი მუნიციპალიტეტი უნდა გაერთიანდეს.

საკრებულოს ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

მცხეთის საკრებულოს ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რეფორმის შედეგად ორი თვითმმართველი ერთეულის გაერთიანება გავლენას დაფინანსებაზეც იქონიებს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები