04 მაისი 2024,   00:02
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია

პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათთვის განკუთვნილი დრო ძირითადად ქვეყანაში არსებულ პრობლემებს დაუთმეს. მათ შორის იყო ეკონომიკური კრიზისი, სასამართლო სისტემა, მედია და ა.შ. უმრავლესობის მთავარი გზავნილები კი პრეზიდენტის კრიტიკა და ოპოზიციისთვის წარსულის გახსენება იყო. საპარლამენტო ტრიბუნიდან ქვეყნის პირველი პირის მიერ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები ქართული ოცნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

დღევანდელი დებატები კი დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. რომელმაც ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტი მიკერძოებულობაში და ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. გიორგი მარგველაშვილს მსგავსი ბრალდებები მმართველმა გუნდმაც წაუყენა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტს კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია.

სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის დაცვა ოპოზიციას მოუხდა. საპარლამენტო უმცირესობამ მმართველ გუნდს ის საკონსტიტუციო ცვლილებები შეახსენა, როლის მიყიდვითაც ქვეყნის პირველ პირს უფლებები ეკვეცება.

კანონმდებლებმა დღეს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზეც ისაუბრეს, რომლის განხორციელება სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა კონკრეტულად რომელიმე საკითხის მოგვარება, რომელზეც დღეს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. დებატები, რომლის მიმდინარეობის დროსაც დარბაზი მთავრობა აღარ იმყოფებოდა, 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები