03 მაისი 2024,   20:15
ვრცლად
მოსმენებთან დაკავშირებით 1 წლის წინ ალექსანდრე ჯეჯელავა კამპანია "ეს შენ გეხება-ს" მოთხოვნებს იზიარებდა

მოსმენებთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ალექსანდრე ჯეჯელავა ეს შენ გეხება-ს მოთხოვნებს იზიარებდა. ჯეჯელავა, რომელიც მაშინ მინისტრი არ იყო, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ფოტოზეა გადაღებული, რომელიც კამპანია ეს შენ გეხება-ს ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ვიცე-პრემიერს განმარტება მოუხდა, რატომ შეცვალა პოზიცია მან მოსმენების კანონთან დაკავშირებით მინისტრობამდე და მას შემდეგ.

„უკანონო მოსმენის წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვარ, კანონიერი მოსმენის მომხრე ვიყავი და ახლაც ვარ. კანონი კანონიერად მოსმენაა ავტომატურად. კანონი როგორიც არ უნდა ყოფილიყო, უკანონო მოსმენა გულისხმობდა კანონის დარღვევით მოსმენას და კანონიერი მოსმენა კანონის დაცვით მოსმენას გულისხმობს,“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

დღის ამბები