03 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
ტერაქტი სტოკჰოლმში - პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი 39 წლის უზბეკი მამაკაცია

სტოკჰოლმის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერაქტის საქმეზე დაკავებული ეჭვმიტანილი წარმოშობით უზბეკი 39 წლის მამაკაცია. სამართალდამცავების ინფორმაციით, ის პოლიციისთვის სხვა სამართალდარღვევებისთვის იყო ცნობილი და ერთ-ერთია იმ თავდამსხმელებიდან, რომლებიც სატვირთო ავტომობილში ისხდნენ.

მანქანის დათვალიერებისას პოლიციამ საეჭვო მოწყობილობაც აღმოაჩინა, თუმცა მისი შემადგენლობა ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

პოლიცია მეორე დაკავებულის ვინაობას ამ დრომდე არ ასახელებს. ტერაქტი სტოკჰოლმის ცენტრში გუშინ დღისით მოხდა. სატვირთო მანქანამ ხალხს გადაუარა და სავაჭრო ცენტრის შენობას შეეჯახა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი - დაშავდა.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ამავე თემაზე
დღის ამბები