03 მაისი 2024,   00:50
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა. მიზეზი სირიაში შექმნილი ვითარება გახდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბორის ჯონსონი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს უჭერს მხარს.

მისივე განმარტებით, სირიაში შექმნილმა ვითარებამ ფუნდამენტალურად შეცვალა ვითარება და ამ ეტაპზე სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და პოლიტიკური პრცესის დაწყების მიზნით, მისთვის შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად კონსულტაციების გამართვაა პრიორიტეტული.

ბორის ჯონსონს რუსეთის დედაქალაქში 10 აპრილს ელოდებოდნენ. ვიზიტის გაუქმებას უკვე გამოეხმაურა ლავროვის უწყება. მარია ზახაროვამ ეს ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან არასტაბილური და არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.

დღის ამბები