03 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მარგველაშვილის გზავნილების შეფასებები

პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ქართული ოცნების კრიტიკით დაიწყო. პრეზიდენტმა მმართველი პარტია ძალაუფლების სახიფათო კონცენტრირებაში დაადანაშაულა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართული ოცნების ხელში, საფრთხედ იქცა.

პრეზიდენტის განცხადება, რომ სასამართლო სფეროში კრიზისია, მთავრობის წევრების აზრით, უსამართლო კრიტიკაა. სასამართლო სისტემაზე გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას დეპუტატების მხრიდანაც მწვავე რეაქცია მოჰყვა. დღეს პრეზიდენტს თავად მოსამართლეებმაც უპასუხეს.

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი მარგველაშვილის მედიის მდგომარეობასაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია მედიის თავისუფალ გარემოში მუშაობა.

გიორგი მარგველაშვილი მზად არის, გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობარი და მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით მას საკუთრი მოსაზრებები გაუზიაროს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები