03 მაისი 2024,   00:11
ვრცლად
აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ობიექტების დაბომბვა და ანალიტიკოსების შეფასებები

სირიის სამხედრო ობიექტების დაბომბვის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური შეტევის საპასუხოდ მიიღო. სარაკეტო იერიშის შედეგად ასადის რეჟიმმა 6 ჯარისკაცი და 20-მდე სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა.

სირიის ავიაციამ ალ შაირათის ბაზიდან ფრენები სარაკეტო იერიშიდან 24 საათში განაახლა. დღესვე ქალაქზე, რომელიც ქიმიური შეტევის სამიზნე გახდა, მორიგი იერიშები მიიტანეს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენება დონალდ ტრამპისთვის საგარეო-პოლიტიკური ხასიათის პირველი სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა, 100-მდე უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის 33 ბავშვის დაღუპვამ კი რადიკალურად შეცვალა პრეზიდენტის ძველი შეხედულებები და რიტორიკა.

ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა სირიის ლიდერსა და მის მოკავშირეებს ნათლად აჩვენა, რომ საერთაშორისო ნორმებისა და ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი აღარ დარჩება.

ოფიციალური მოსკოვისგან პირველი გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. რუსეთი სირიის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. ასევე აჩერებს 2015 წელს გაფორმებულ მემორანდუმს სირიაში ავიაინციდენტების პრევენციის შესახებ.

ანალიტიკოსები რუსული მედიასაშუალებებით კრემლის პროპაგანდის გაძლიერებასაც ვარაუდობენ.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები