02 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
ეს არის სწორედ წყვეტა მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის - გიორგი აბაშიშვილი მმართველი გუნდის კრიტიკას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება.

შაბათის კურიერში გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებისთვის პრობლემურ საკითხებზე საუბრობდა და სწორედ ამან გამოიწვია პარლამენტარების უკმაყოფილება.

„ეს იყო ყველაზე მთავარი, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში შინაარსობრივ მხარის დისკუსიაში, პრაქტიკულად, არავინ არ შემოვიდა ამ ნაწილში, განსაკუთრებით, მმართველი გუნდიდან. უმრავლეს შემთხვევებში საუბარი წავიდა სწორედ იქ, რომ ასეთი პრობლემები არ არსებობს. ეს არის სწორედ წყვეტა მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და საზოგადოებას შორის და მნიშნელოვანია, რომ საზოგადოების ხმა ესმოდეს მამრთელ გუნდს,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციაში მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებს შორის მოლაპარაკება, რომ დატოვონ საკონსტიტუციო კომისია. გიორგი აბაშიშვილის თქმით, „შეთქმულების თეორიის“ შეფასება არის არასერიოზული.

„სჯობს, ახლა მისი მხრიდან თუ მისი წარმომადგენლების მხრიდან  იქნას გაჟღერებული კონკრეტული ფაქტები, რას ემყარებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება,“ - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი. 

ის ეკა ბესელიას განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტს არა აქვს უფლება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, როგორც სასამართლოს მეგობარმა. გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ საშუალებას აუცილებლად გამოიყენებს და სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას გაუწევს.

დღის ამბები