03 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
თამბაქოს კონტროლის გამკაცრება - მოქალაქეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ

მოქალაქეებს სიგარეტის დახურულ შენობაში მოწევის შესაძლო აკრძალვის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განიხილება, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობს. კანონპროექტის ავტორების მთავარი მოტივი ის არის, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 40% მწეველია.

სიგარეტის მავნებლობას ცალსახად ადასტურებენ ექიმები და მას რთული დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოწევა სრულად აიკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებში. შენობაში მოწევისთვის პასუხისგებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას ეკისრება.

ეკონომისტების ნაწილი სიგარეტისა და ბიზნესისთვის გარკვეულ შეფერხებებზე მიუთითებს.

ეკონომისტების აზრით, რეგულაციები ეტაპობრივად უნდა გატარდეს. რეკლამის, სპონსორობისა და აგიტაციის აკრძალვას თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც.

კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა და ორი მოსმენა დარჩა. მისი მიღების შემთხვევაში კი ახალი რეგულაციების 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები