02 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
ბევრი სამიზნე გაანადგურა ამ რაკეტებმა - ნოდარ ხარშილაძე აშშ-ის მიერ სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვაზე

„ეს იყო ძალიან მკაფიო და ეფექტიანი სიგნალი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუგზავნა მთელ სამყაროს. დაანახა, რომ აშშ შეშფოთების და წუხილის გამოთქმის ფაზიდან მოქმედების ფაზაში გადადის,“ - ასე შეაფასა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, ამერიკის მიერ სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვა.

„ბევრი სამიზნე გაანადგურა ამ რაკეტებმა ერთდროულად, არამარტო საცავები და თვითმფრინავები, არამედ ძალიან ბევრი პოლიტიკური,“ - აღნიშნა ხარშილაძემ.

მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„კრემლი დაძაბვას და ტრადიციული მექანიზმების გამოყენებას დაიწყებს. პირველ რიგში, შეეცდება, რომ ყველა ფრონტზე გახეთქოს დასავლეთი და ერთიანი აღარ იყოს, მაგრამ ეს საკმაოდ გაუჭირდება, დიდი მოლოდინი იყო ამერიკის მიმართ. დაიწყებს პროპაგანდას და კუნთების ჩვენებას. აუცილებლად დაგეგმავს ტაქტიკურად, ასევე სამხედრო ძალის ჩვენებით, ამით უნდა მიხვდეს, რომ ფრონტს კიდევ უფრო აწევს და ამერიკამ შეიძლება, ამზე კიდევ უფრო მაღალი რეაქცია გააკეთოს. რუსეთს არც სამხედრო და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს, რომ ამერიკასთან პოლიტიკური ქიშპობა დაიწყოს,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძის აზრით, რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას გააგრძელებს.

მან საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებები სწორი იყო.

„თუ რაიმე დაიგეგმა, ჩვენ აუცილებლად პირველ რიგებში უნდა მოვყვეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მერე ამერიკელებისგან ბევრი რამ გვჭირდება,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ და ასევე დაამატა, რომ საქართველოსთვის საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები