03 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ თამბაქოს კანონპროექტში გაწერილი რეგულაციები ამოქმედდება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შაბათის კურიერის ეთერში აფასებს.

მან აღნიშნა, რომ 2006 წლიდან საქართველო თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას შეუერთდა, თუმცა არანაირი ცვლილება არ განხორციელდა, რის შესრულებაც სახელმწიფოს ევალებოდა.

გიორგი ბახტურიძე სამომავლო შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მწეველების ნაწილი აცხადებს, რომ სამასპინძლო ბიზნესის მომხმარებლები გაიზრდება.

„თუკი სრულად მოხდება აკრძალვა და რეალურად აღსრულდება, შესაბამისად, შემოსავალი ამ ბიზნესში, დაახლოებით, ამ გათვლებით 20%-ით გაიზრდება,“ - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი მაკონტროლებელ ორგანოებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კონტროლს ფინანსთა და შს სამინისტროები გადაინაწილებენ.

ის იმედოვნებს, რომ თამბაქოს კანონპროექტში გაწერილი რეგულაციები ამოქმედდება.

„გარდა მმართველი გუნდისა, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ოპოზიციურმა პარტიებმა და ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა. 90% ჩვენი მოსახლეობის ელოდება ამ კანონპროექტის მიღებას და რეალურად შესრულებას,“ - აცხადებს გიორგი ბახტურიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები