04 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
ჩრდილო კორეისკენ გაგზავნილმა აშშ-ის სამხედრო ხომალდებმა ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს

იაპონია სამხრეთ კორეიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყების საკითხს განიხილავს. რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილო კორეისკენ გაგზავნილმა სამხედრო ხომალდებმა უკვე დაიკავეს ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები.

იმ შემთხვევაში თუ ფხენიანის ლიდერი მორიგ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, შესაძლოა ამერიკული ხომალდებიდან პრევენციული დარტყმა განხორციელდეს. ორი გემი ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი.

ხომალდების გარდა, პენტაგონმა რეგიონში ბომბდამშენებიც გაგზავნა. ისინი გუამის ბაზაზე განლაგდებიან.

დღის ამბები