04 მაისი 2024,   16:58
ვრცლად
ხელისუფლებამ არ იცის როგორ გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკა - ოპოზიცია

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან თბილისში. პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები სწორად უნდა იყოს გამოყენებული.

“ნატოს განწყობა საქართველოს მომავალი წევრობის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ეს სჭირდება, როგორც მთავარი გარანტია, როგორც უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, ეს უდნა იყოს სწორედ გამოყენებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კმაყოფილებას მიეცეს, პირიქით, აქ მეტი რეფორმაა საჭირო და მეტი დემოკრატია ქვეყანაში. თუ კი ეს ასე მოხდება, საქართველოს ნამდვილად ექნება შანსი გახდეს ნატოს წევრი,“ – განაცხადა წერეთელმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელის აკაკი მინაშვილის თქმით, ნატოს სამიტებზე არ დასწრებით საქართველოს ხელისუფლება პასიურობს.

“ჩვენ ვხედავთ ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან განცხადებებს, რომ ნატო არის ღია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება პასიურობს ამ მიმართულებით, მათ შორის არ დასწრება სამიტებზე, საქართველოს ოკუპაციის საკითხის არ დაყენება საერთაშორისო ფორუმებზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების დანაშაული და ეს აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა მინაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის თამარ კეკენაძის თქმით, როდესაც დღეს ქვეყნის პარტნიორები მზად არიან ისაუბრონ საქართველოზე, ნატოს სამიტზე, საქართველოს ხელისუფლებამ არ იცის რა უნდა იყოს გზავნილი, რადგან მისი შეფასებით, ხელისუფლებამ არ იცის როგორ უნდა გააგრძელოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკა.

დღის ამბები