04 მაისი 2024,   16:08
ვრცლად
"დაგეგმილ სცენარს ჰგავს" - მმართველი გუნდი ოპოზიციის ბოიკოტს პასუხობს

მმართველ გუნდში ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობენ. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება არის პოლიტიკური სპეკულაცია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო კომისიის დატოვების გამო აკრიტიკებს და მათ წასვლას „დაგეგმილ სცენარს“ უწოდებს.

„დაგეგმილ სცენარს ჰგავს, იმის ილუზია თუ ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ მოდელს გავიზიარებდით, ეს მათი დაწერილი კონსტიტუციაა, რომელიც არ ვარგა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მათ მიერ კომისიის დატოვება მმართველი გუნდის მიერ მომავალი არჩევნებისთვის სასურველი გარემოს შექმნის მცდელობას მოჰყვა.

„ჩვენი ბოიკოტი ამ კომისიისადმი, ეს არის მომხრობა საზოგადოებრივი აზრისა, ზეწოლის ფორმა ხელისუფლებისა. ეს არის კონსტიტუციის გაუმჯობესების პოლიტიკური გზა. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილება იყო დროული, ვნახეთ, რომ ეს იყო ფარსი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები