04 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
"ტრანს კავკას ტერმინალის" დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის ძმას საწარმოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებენ

ტრანს კავკას ტერმინალის დამფუძნებელთა განცხადებით, საწარმოს ტერიტორიაზე, ქიბარ ხალვაშის ძმა, ნიაზ ხალვაში უკანონოდ არის შეჭრილი. შპს ბიზონის დამფუძნებელმა ნიაზ ხალვაშმა ტერმინალის ტერიტორიაზე დილით სამშენებლო ტექნიკა და დაცვის თანამშრომლები შეიყვანა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ტრანს კავკას ტერმინალი ცოტა ხნის წინ აუქციონზე გაიყიდა. თუმცა, ტერმინალის მფლობელები სასამართლოში დავობენ და მიიჩნევენ, რომ პროცესის დასრულებამდე სადავო ტერიტორიაზე არავინ უნდა შევიდეს.

ნიაზ ხალვაში კი აცხადებს, რომ ეს ქარხანა აუქციონზე იყიდა და ის უკვე მის საკუთრებას წარმოადგენს.

საწარმოს ბათუმის მერიის რამდენიმე ტენდერიც აქვს მოგებული. მფლობელთა განცხადებით, მათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საშუალებაც არ ეძლევათ. 

დღის ამბები