04 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ანალიტიკოსები ეხმაურებიან

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ნატო გაფართოებას განაგრძობს, ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც დამოკიდებულია საქართველოს მომავალი ნატოსთან ურთიერთობაში, დემოკრატიულ რეფორმებს უკავშირდება.

„თუ კი არის პრობლემები სწრაფი მოდერნიზაციის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, დემოკრატიულ ინსტიტუტებში შედის თავისუფალი მედია, სასამართლოზე ზეწოლა, თუ კი აქ ჩნდება კითხვის ნიშნები, ეს ბადებს შეკითხვებს კორუფციასთან დაკავშირებით. ეს თემები უკვე ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიულ პარტნიორებთანაც დაიცვა და ბუნებრივია, ნატოს დღის წესრიგშიც მოხვდა,“- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.

ანალიტიკოსების აზრით, გენერალური მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის საყურადღებო გზავნილები უნდა იყოს.

„კარგია, როდესაც გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის, პრობლემა არასდროს არ ყოფილა ნატოს მაღალჩინოსნები, სანამ საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგში ისეთი თემები იქნება, როგორიც არის მედიის თავისუფლების ნაკლებობა, დემოკრატიის დაბალი ხარისხი, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში კითხვის ნიშნები. დასავლელ პარტნიორებს, სკეპტიკოსებს ყოველთვის ექნებათ იარაღი საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ.

საქართველოს საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, ნიკა ჩიტაძის აზრით, თუ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება სურს, ქვეყენამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითრების თვალსაზრისით ნატოს და ევროკავშირს უნდა დაუახლოვდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები