04 მაისი 2024,   16:05
ვრცლად
სუს-ის საქმიანობის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენა ხარვეზებით წარიმართა - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენა ხარვეზებით წარიმართა.

სუს-ის ანგარიშს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გუშინ დახურულ ფორმატში მოუსმინა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა პროცედურის დარღვევით მიიღო.

„განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეს ორგანო აწარმოებს საზოგადოებისთვის სენსიტიურ დანაშაულებებზე გამოძიებას, ამ მიმდინარე გამოძიებებზე არ არსებობს ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც არის ძირითადად დახურული ორგანო და მასზე ძირითადი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია, ამ ფონზე ის ერთადერთი მექანიზმი, რაც არის საპარლამენტო კონტროლი, კარგი იქნებოდა და აუცილებელი იქნებოდა, რომ ყოფილიყო გახსნილი, ღია და მაქსიმალურად საზოგადოებს ჩართულობით წარმართული,“- განაცხადა  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, გურამ იმნაძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მოყვანილ არგუმენტებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ. 

"უნდა გამოვიდეთ ამ ფორმატის არსიდან და ზედმეტი ინსინუაციები არ უნდა გახდეს ამ ფორმატის შეფასება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო კონტროლზე, საპარლამენტო კონტროლის აუცილებელი წინაპირობაა მაქსიმალური ინფორმირება პარლამენტის წევრების, შესაბამისი კომიტეტების, მსგავს ფორმატში, ეს შესაძლებელი იყო მხოლო დახურული სხდომის პირობებში,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დღის ამბები