04 მაისი 2024,   18:53
ვრცლად
დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხისტი გადაწყვეტილება და დაბომბილი ISIS-ის ბაზა

დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხისტი გადაწყვეტილება - შეერთებულმა შტატებმა პირველად გამოიყენა ყველაზე მძლავრი არაბირთვული გამანადგურებელი იარაღი. ჯი-ბი-იუ 43-ის ტიპის ავია ბომბით იერიში ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მიიტანეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპის ბრძანებით ამერიკელმა სამხედროებმა მესამე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს.

დაზვერვის მონაცემებით ISIS-ის დაბომბილ ბაზაზე 600-800-მდე ტერორისტი იყო გამაგრებული, თუმცა ავღანელი ძალოვანების ინფორმაციით იერიშის შედეგად 82 მებრძოლია მოკლული. ლიკვიდირებულთა შორისაა საველე მეთაური, განადგურდა იარაღის მარაგი და გვირაბები, რომლებსაც ტერორისტები პაკისტანსა და ავღანეთში გადასადგილებლად იყენებდნენ.

ანალიტიკოსების განცხადებით, სამხედრო ძალის დემონსტრირება ერთგვარი ნიშანი უნდა გახდეს ჩრდილო კორეისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ამერიკულმა ავიამზიდმა კორეის ნახევარკუნძულთან დარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები