04 მაისი 2024,   16:06
ვრცლად
სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი სოხუმში და პოლიტიკური შეფასებები თბილისში

მოსკოვი სოხუმში საგარეო საქმეთა მინისტრს უშვებს. სერგეი ლავროვი სოხუმში 18 აპრილს ჩადის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლავროვის ვიზიტს თბილისში რუსეთის მხრიდან მორიგ პროვოკაციად და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

კრემლის პოლიტიკის საპასუხოდ, ექსპერტები ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებში მეტ აქტიურობას ურჩევენ.

მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიციაც, რაც რუსული ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ ოფიციალური მოსკოვის ქმედებების შესახებ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს დეტალური ინფორმაცია გადაეგზავნება.

სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა. ცნობილია, რომ ლავროვი დეფაქტო პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები