03 მაისი 2024,   15:53
ვრცლად
თეატრების დაფინანსების წესის დაანონსებული ცვლილება - თეატრების მმართველებს კითხვები აქვთ

კულტურის მინისტრმა თეატრების დაფინანსების წესის სრული რეფორმა დააანონსა. მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ თეატრებისთვის სახელმწიფო ფულით დაფინანსება კომფორტია და ისინი ალტერანტიული შემოსავლის მოსაძიებლად არაფერს აკეთებენ.

რეფორმის შედეგად თეატრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, სავარაუდოდ, შეუმცირდებათ. თუმცა, წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მინიტრი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს.

დაფინანსების წესის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ თეატრის მმართველებიც. თუმცა, რეფორმის დეტალების შესახებ ჯერ კონკრეტული ინფორმაცია არა აქვთ. როგორ აპირებს კულტურის სამინსიტრო სხვადსხვა საჭიროებების მქონე თეატრებისთვის თანხის გადანაწილებას, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველებს არაერთი შეკითხვა აქვთ.

თეატრის დაფინსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით კულტურის მინიტრი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც რამდენიმე კვირის წინ მსახიობების ნაწილმა სამინისტრო თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და ხელფასების შემცირებაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობებიც. მსახიობების პრეტენზიები მინისტრისთვის მიუღებელია.  

  

ამავე თემაზე
დღის ამბები