10 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
„ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით"- ომბუდსმენი

სახალხო დამცველს საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, კერძოდ იმ ნაწილში, სადაც საუბარია ომბუდსმენის არჩევის ვადებზე.

ნანუაშვილის თქმით, მან ვერ მოისმინა საკონსტიტუციო კომისიის წევრებისგან ღირებული არგუმენტი, რატომ უნდა იქნეს არჩეული ომბუდსმენი მხოლოდ ერთი ვადით.

განცხადება უჩა ნანუაშვილმა კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები გააკეთა, რომელიც დღეს მან პრეზიდენტთან ერთად გახსნა.

„მე ვერ მოვისმინე არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ერთზე მეტი შანსი სახალხო დამცველს ამ თანამდებობის დასაკავებლად არ ჰქონდეს.

 

 

დღის ამბები