26 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
რუმინეთში ნატოს სამხედრო სწავლებების მორიგი ეტაპი დაიწყო

რუმინეთში ნატოს სამხედრო სწავლებების მორიგი ეტაპი დაიწყო. სმარდანის საწვრთნელ პოლიგონზე სატანკო ქვედანაყოფებმა მტრის შეტევის მოგერიებაში ივარჯიშეს. წვრთნაში ძირითადად ამერიკელი და რუმინელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ნატო არავის მიმართ არ არის აგრესიულად განწყობილი და ამ წვრთნების მიზანი, მხოლოდ მოკავშირეთა ძალების თავსებადობისა და სწრაფად მობილიზების გაუმჯობესებაა.

ანალოგიური სცენარით სწავლებები რუმინეთში ზაფხულშიც არის დაგეგმილი.

დღის ამბები