04 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
თბილისს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

თბილისს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ესტონელმა დიპლომატმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.

მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

სვენ მიკსერი საოკუპაციო ხაზთანაც გაემგზავრება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელი დიპლომატის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

დღის ამბები