26 აპრილი 2024,   07:02
ვრცლად
არასამთავრობოები სოსო გოგაშვილის ცოლის დების სახელზე გაფორმებული ქონების შესწავლას ითხოვენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე, ელიტური კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს და პროკურატურისგან სუს-ის უფროსის მოადგილისა და მისი ნათესავების ქონების წარმომავლობის შესწავლას ითხოვს.

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, გელა ხვედელიძე, ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ახსენებს და რეაგირების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

გელა ხვედელიძე ამ განცხადებით გუშინ გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. ჟურნალისტური გამოძიებისა და საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის, სახელზე 2016 წლის აგვისტოში 100 ათასობით ჰექტარი მიწა გადაფორმდა.

არასამთავრობოები პროკურატურას დოკუმენტების შესწავლას თხოვენ. არასამთავრობოების კითხვებისთვის სუს-ის მაღალჩინოსანს პასუხი არ გაუცია. პროკურატურისგან გამოძიების დაწყების იმედი არ აქვთ, თუმცა რეაგირებას სწორედ შოთაძის უწყებისგან ითხოვენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

დაინტერესდება თუ არა შოთაძის უწყება სუს-ის მაღალჩინოსნისა და მისი ნათესავების ქონების წარმომავლობით, პროკურატურაში დღეს განმარტების გაკეთება არ ისურვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები