04 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
ორგანიზატორი, თუ რა ჯანდაბასაც ტენიან, ვერაფრით ვერ იქნებოდა ჩემი შვილი - ირაკლი ჩხვირკიას დედა

 „ჩემი შვილი უდანაშაულოა,“ - ეს განცხადება ბათუმში 11-12 მარტს მომხდარი არეულობების ორგანიზებისთვის ბრალდებული, ნაციონალური მოძრაობის ყოფილის წევრის, ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ცისანა როსტობაიამ, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკია ბათუმში აქციების დაწყებისა და პირველი დარბევის დროს ჯერ კიდევ თბილისში იყო და ამ ყველაფერის ორგანიზებას ვერ შეძლებდა.

„ბათუმში ის ჩავიდა დილის 5 საათზე, როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, გადამწვარი ყველაფერი. ორგანიზატორი, თუ რა ჯანდაბასაც ტენიან, ვერაფრით ვერ იქნებოდა ჩემი შვილი,“ - განაცხადა ცისანა როსტობაიამ.

ის იმედოვნებს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკია არსად გაქცევას არ აპირებს და ნებისმიერ დროს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„ჩემი შვილი აფხაზეთიდან ლტოლვილად მოხვდა აჭარაში, აქ გაიზარდა, ისწავლა სკოლაში და აქაურობა ძალიან რომ უყვარს, იმიტომ ჩამოვიდა აქ დილის 5 საათზე,“ - განაცხადა ცისანა როსტობაიამ.

მან აღნიშნა, რომ მისი შვილი ბათუმის მოვლენებისთვის მეორე ბრალდებულს, ირაკლი ღოღობერიძეს, არ იცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები