04 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
ბათუმის მოვლენები კახა ბუხრაძესა და სუს-ის თანამშრომელს შორის დაპირისპირების შედეგია - საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი

საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გია ხალვაში, ბათუმის მოვლენებს საპატრულო პოლიციის უფროსს, კახა ბუხრაძეს და სუს-ის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის დაპირისპირების შედეგია.

მან აღნიშნა, რომ პატრულსა და სუს-ის თანამშრომელს შორის მცირედი დაპირისპირების გამო, სუს-ის თანამშრომელი და მისი ძმა დააკავეს. თუმცა, მალევე გაათავისუფლეს და შეწყვიტეს ადმინისტრაციული წარმოება.

„კახა ბუხრაძემ ასეთი სიტყვებით განმარტა, რომ ერთი ამ აჭარელ თათრებს დამიხედე რას შვებიან, ამათ ჭკუას ვასწავლიო. ეს ფრაზა გაიგონა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რის შემდეგ გავრცელდა ეს და ამის შემდეგ ეს გავრცელდა ქალაქში,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

11-12 მარტის აქციებზე გახმოვანებული ფრაზები, რომ გადადგეს პოლიციის უფროსი, კახა ბუხრაძეს უნდოდა, რომ თავიდან აეშორებინა. მისი თქმით, თავად კახა ბუხრაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სუს-ი უწყობდა ამ ამბებს.

„ამის შემდეგ ის საპატრულო პოლიციაში იწვევს თათბირს და აცხადებს, რომ გია ხალვაშმა რომ დააკავა ეს პირი, ხომ ხედავთ, როგორი შედეგი მოჰყვა, ცდილობდა ვიღაცაზე გადაბრალებას,“ - აცხადებს გია ხალვაში. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მერაბ ღოღობერიძეს პირადად არ იცნობს.

დღის ამბები