04 მაისი 2024,   18:29
ვრცლად
ჩხვირკიას დაკავება ცალსახა ფაქტია იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დევნის განსხვავებულ მოსაზრებას - მირდატ ქამადაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდატ ქამადაძე, არჩევანის ეთერში ირაკლი ჩხვირკიას პარტიიდან გარიცხვაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალეულობის გამო არ გაურიცხავთ.

„ირაკლი ჩხვირკია ნაციონალური მოძრაობის წევრი აღარ არის იმიტომ, რომ მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც არ იყო პარტიასთან შესაბამისი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლერბა თავისუფალი აზროვნების ადამიანებს ებრძვიან.

„ჩხვირკიას დაკავება ცალსახა ფაქტია იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დევნის განსხვავებულ მოსაზრებას,“ - აცხადებს მირდატ ქამადაძე. 

 

დღის ამბები