04 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
ცხარე კამათი "არჩევანის" ეთერში - სტუმრებმა ბათუმის აქციის დაწყების მიზეზებზე იკამათეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩხვირკიასა და ღოღობერიძის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას აფასებს.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩხვირკია არ იყო ბათუმში, აქციის ორგანიზება, მისი თქმით, არ გაუჭირდებოდა. მან ასევე, აღნიშნა, რომ აქციები სხვადასხვა ადგილებში იგეგმებოდა და დიდი საშიშროების წინაშე იდგა ქვეყანა.

„მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება არ არის მშვიდობიანი აქცია,“ - განაცხადა ნინო ჩხეტიამ.

არჩევანის ეთერში კამათი ლეიბორისტული პარტიის წევრსა და ნინო ჩხეტიას შორის მოხდა. ჯელალ ქიქავა, ქართულ ოცნებას აკრიტიკებს. მან ასევე ნინო ჩხეტია დემაგოგიის გამო გააკრიტიკა.

 

დღის ამბები