03 მაისი 2024,   17:32
ვრცლად
უმრავლესობის წევრთა ნაწილი მზად არის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით 2023 წლის ნაცვლად 2018 წელსვე აირჩიონ

უმრავლესობის წევრთა ნაწილი მზად არის პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით 2023 წლის ნაცვლად 2018 წელსვე აირჩიონ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პირდაპირი არჩევის წესით უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იქნება მორგებული კერძო პოლიტიკურ ინტერესებს, აუცილებელია, რომ უმრავლესობამ 2018 წელს არაპირდაპირი არჩევის წესზე იფიქროს.

„2018 წელზე უნდა ვიფიქროთ, უკვე ავირჩიოთ იმიტომ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც ხალხთან მიდის, უნდა ჰქონდეს სალაპარაკო იმ თემებზე, რაც საზოგადოებას სჭირდება, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული სოციალურ თემებზე დამთავრებული. თუკი  პრეზიდენტს ეს ფუნქციები არ გააჩნია საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მაშ რა გამოდის, რისთვის გვინდა ეს ინსტიტუტი პირდაპირი არჩევით, მხოლოდ დაპირისპირებით,“ - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები