04 მაისი 2024,   12:56
ვრცლად
უამრავი არგუმენტია, რომელიც მიუთითებს არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე - ირაკლი ობახიძე

პარლამეტის თავმჯდომარისა და ბიზნესმენებს შორის შეხვედრა დასრულებულია. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ირაკლი კობახიძესა და ბიზნესმენებს შორის საუბარი ინიციატივებსა და მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს პირველად შეხვდა ბიზნესმენებს. ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება ქვეყანაში ჯანსაღი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლას, ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანმრთელი, ოპტიმალური საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბებას. არის უამრავი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე. ჩვენ ვერცერთი მყარი კონტრ არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. პრობლემა არის კომპეტენციების აღრევის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას შორის. იქ, სადაც არის ძალიან დიდი დისპროპორცია, პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებას შორის, ავტომატურად, წარმოიშვება ხოლმე პრობლემები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

დღის ამბები