03 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
ამერიკის დღეების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება კახიძის ცენტრში გაიმართება

ამერიკის დღეების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება კახიძის ცენტრში გაიმართება. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 25 წლის თავისთვის მიძღვნილი კონცერტი რამდენიმე წუთში დაიწება და მასში მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს.

ორკესტრი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით შეასრულებს ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორის, ჯონ უილიამსის, საუნდტრეკებს.

ჯანსუღ კახიძის მუსიკის ცენტრში კონცერტი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტზე დასასწრებად მოწვეულები არიან მთავრობის წევრები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, საქართველო-ამერიკის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შეჯამებისას აღნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო.

„ამ ორმხრივმა ურთიერთობებმა, აშშ-ის ძალიან მტკიცე მხარდაჭერამ უზრუნველყო ის, რომ საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე. 

დღის ამბები