03 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
პლატფორმა "ახალი საქართველო" მომავალ კვირას თბილისის მერიას პრობლემების გადაჭრის გზებს წარუდგენს

სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მათ დაასახელეს 25-ზე მეტი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად შემუშავებულ გეგმებს პარტია დედაქალაქის ხელისუფლებას მომავალი კვირიდან წარუდგენენ.

„უკვე გამოყოფილია 25 პრობლემა. ეს არის სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, ინვესტიციები, დაბინძურებული ჰაერი, გაუარესებული ჯანმრთელობა, საგზაო უსაფრთხოება, შევაჯამებთ რა მდგომარეობაში თითოეული ეს გადაწყვეტა. მომავალი კვირიდან უკვე ვიწყებთ ამ კონკრეტული ინოვაციური გადაწყვეტების თბილისის მერიისთვის წარდგენას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები