04 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
გადამწვარი ტყე ლისის ტბასთან - ოპოზიცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე საუბრობს

გადამწვარი ტყე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - ოპოზიცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე საუბრობს და ბიზნესინტერესებზე მიუთითებს.

ახალი საქართველოს წევრების ინფორმაციით, ხანძარი ამ ტერიტორიაზე ხელოვნურად არის გაჩენილი. პარტიის წევრი, გიორგი ვაშაძე გარკვეულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს.

ბიზნესინტერესებისა თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, ხდება მიზანმიმართული განადგურება, ზოგან ხანძრის ინსცენირება, რომ შემდგომ ამ ადგილზე ვიხილოთ აშენებული კორპუსები, საცხოვრებელი სახლები და ქალაქი ჟანგბადის გარეშე რჩება,“ - განაცადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს ადგილზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია იმყოფებოდა. ის რეაგირებას დედაქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან ითხოვს.

„ზოგადად ეს გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ხეების დაზიანება შემდგომი მშენებლობის გამო. ხუდადოვის ტყის შემთხვევა, რიგის ქუჩაზე იყო მსგავსი შემთხვევა. პრობლემა არის ის, რომ მერიას არ გაჩნია არანაირი არც პრევენციის ზომები, არც გამოძიება მიჰყავს ბოლომდე, რომ დადგინდეს, როგორც ხდება ეს ყველაფერი. ხელისუფლების მხრიდან არის, როგორც მინიმუმ, გულგრილი დამოკიდებულება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები