26 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილი ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია

„მესიჯი, რომელსაც საბჭო ამ სახელების და გვარების ხელახლა დანიშვნით სასამართლო სისტემაში უგზავნის საზოგადოებას, არის შემაშფოთებელი,“ - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივნის, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის თაობაზე გააკეთა.

ის მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია და ფიქრობს, რომ ეს სასამართლო სისტემაზე დარტყმა იქნება. ანა ნაცვლიშვილის აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს შემადგენლობა ცდილობს მურუსიძის უვადოდ გამწესება მოასწროს.

„ჩვენ საერთოდ ამ მოსამართლის თავიდან დანიშვნის ძალიან წინააღმდეგი ვიყავით, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მისი დანიშვნა სასამართლო სისტემაში არის უდიდესი დარტყმა, როგორც სასამართლო სისტემის იმიჯისთვის, ასევე ამ ხელისუფლების მხრიდან სასამართლოს მიმართულებით განხორციელებული ყველა რეფორმისთვის,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები