28 მაისი 2020,   18:54
ვრცლად
წერილი დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდასაჭერად - ოპოზიცია მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდებს

ამერიკელი კონგრესმენები დონალდ ტრამპს წერილით მიმართავენ და საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობენ. საქართველოს ბიზნეს გარემოსა და ადგილმდებარეობის გამო, კონგრესმენები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას ურჩევენ.

წერილს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, ხელს 30 რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენი აწერს.

კონგრესმენების წერილს გამოხმაურება მოყვა საქართველოში. ოპოზიცია მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში კი, კონგრესმენების წერილს ქართული ოცნების შედეგიან მუშაობას უკავშირებენ. 

მესამე სექტორში მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ინიციატივები, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მათი განცხადებით, ამ მიმართულებებით, აქტიურად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს.

 

დღის ამბები