03 მაისი 2024,   17:37
ვრცლად
აქცია მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის წინ - "ახალი საქართველოს" წევრები ლისის ტბაზე ხეების დაწვის ფაქტს აპროტესტებდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობის ეზოში დღეს პროექტის, ქალაქი ბიბლიოთეკაა, პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის წარდგენას დედაქალაქის მერი, დავით ნარმანიაც ესწრებოდა.

ღონისძიების პარალელურად, ახალი საქართველოს წევრებმა სიმბოლური აქცია გამართეს. მათ შენობის წინ ლისის ტბის ტერიტორიაზე დამწვარი ხეების ფოტოები გამოფინეს. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, თუ რატომ დაიწვა ტბასთან არსებული ტყის მასა, თუმცა თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა მათ სკვერში შესვლისა და მერთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები