საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში ერთვება.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილი 8 მაისს მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 სააათზე დაიწყება. 9 მაისს კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ზუგდიდში დაესწრება, რომელიც 12:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვა რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებსაც დაესწრება.