19 ივნისი 2019,   00:07
ვრცლად
კონსტიტუციური ცვლილებები არის ქართული ოცნების განაჩენი, რომლის აღსრულება აუცილებლად მოხდება - გია ხუხაშვილი

"დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად სააკაშვილის ოცნების ასრულებას ახდენს თავისთვის. ის, რაც სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა თამამ ფანტაზიებში, ამათ გაბედეს. თქვეს, რომ საერთოდ რა საჭიროა, პრეზიდენტი ავირჩიოთ,“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დააყენა.

„დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ მუდმივად უნდა იყვნენ. სტაბილურობის უკან სკამი ელანდებათ და არა ქვეყნის სტაბილურობა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილმა პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზეც ისაუბრა.

„არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი თავს იწუხებდეს, რომ იდეების იმპლემენტაციას ახდენდეს. მისგან არის შეკვეთა, რომ ხელისუფლება დაასტაბილუროს, ეს ხალხი იყოს, რაც შეიძლება დიდხანს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით იდეებს ბიძინა ივანიშვილს უთანხმებენ.

 „არ მგინია, მის გარეშე, თუნდაც, ძალიან მცირე გადაწყვეტილებებს იღებდნენ,“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დააყენა.

„ამით ისინი კი არ იხანგრძლივებენ რეალურად ასეთი გადაწყვეტილებებით თავის ყოფნას ხელისუფლებაში, პირიქით, იმოკლებენ, ფორსირებულად მოხდება მათი ჩამოშორება... ეს კონსტიტუციური ცვლილებები არის ქართული ოცნების განაჩენი, რომლის აღსრულება აუცილებლად მოხდება,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

დღის ამბები