26 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
თამარ კორძაია პრემიერმინისტრს პლებისციტის ჩატარებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს პლებისციტის ჩატარებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქართული ოცნება საზოგადოებას აღარ უსმენს და სწორედ ამიტომაა მათი აზრის გამოკითხვა აუციელებელი.

„რა თქმა უნდა, ვუერთდებით მოთხოვნას პლებისციტთან დაკავშირებით, ეს საკითხი დადგა იმაზე მაღლა, ვიდრე როგორი მოწყობის ქვეყანა გვინდა ჩვენ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეებს უნდათ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და თუ არ სჯერა ქართულ ოცნებას და საერთოდ აცდა რეალობას, მაშინ პრემიერმა უნდა დანიშნოს პლებისციტი,“ - აცხადებს თამარ კორძაია. 

პლებისციტის ჩატარების ინიციატორები ევროპული საქართველოს წევრები არიან და რამდენიმე დღეა პარტიის წევრები კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის ხელმოწერებს აგროვებენ. 

დღის ამბები