26 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
რატომ ვაძლევთ პრემიერს იმის უფლებას, დამტკიცების მერე ყოველდღე ცვალოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა? - გიორგი მარგველაშვილი

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის სახალხო განხილვის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მართვის მოდელზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი აზრით, ამ ცვლილებების მიღებამდე ხელისუფლებას დაკვეთა საზოგადოებისგან უნდა მიეღო.

„რატომ ვაძლევთ პრემიერმინისტრს იმის უფლებას, რომ პრემიერმინისტრის დამტკიცების მერე ყოველდღე ცვალოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, პარლამენტს არავითარი ფუნქცია არ გააჩნია იმასთან მიმართებაში,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონსტიტუციის განხილვის პროექტი ბათუმში ამ დროისთვის დასრულებულია. შემდეგი სახალხო განხილვა ხვალ ზუგდიდში გაიმართება. მმართველი გუნდი სულ 11 შეხვედრის ჩატარებას გეგმავს. ბოლო განხილვა თბილისში, 15 მაისს ჩატარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები