03 მაისი 2024,   20:11
ვრცლად
შს მინისტრმა კანონმდებლებს, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა

შს მინისტრმა კანონმდებლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა იურიდიული კომიტეტის წევრებს უწყება დაათვალიერებინა. მინისტრის თქმით, მსგავსი მაღალტექნოლოგიური ცენტრი მხოლოდ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში არსებობს და მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე ამ თვეში და კანონმდებლობის ამოქმედებამდე ერთ თვით ადრე, ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ საინფორმაციო კამპანიას,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ, გააცნეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილი სიახლეებიც.

რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დეპუტატებმაც.

„კარგია, რომ რეფორმების მიმართულება გრძელდება. გარდა ამისა, ამ ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც დანაშაულთან ბრძოლას და მის პრევენციას, ასევე იმ პაკეტს, რომელიც ამოქმედდება. ვგულისხმობ, საგზაო მოძრაობის მოწესრიგებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს,“ - აცხადებს გიორგი ტუღუში.

დღის ამბები