03 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდში - საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე მოქალაქეთა ნაწილი ვერ შევიდა

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე დამსწრეთა შორის. ადგილობრივების ნაწილი დარბაზში მხოლოდ წინასწარ დარიგებული მოსაწვევებით და მხოლოდ საჯარო სამსახურებში დასაქმებულების შეშვებას აპროტესტებდა.

ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვაზე დასასწრებად მისული მოსახლეობის ნაწილი დარბაზში მოხვედრის პრობლემაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვა დღეს, დილიდან სამეგრელოში იმართება. ზუგდიდში ქვეყნის პრეზიდენტიც იმყოფება.

 

დღის ამბები