04 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
დღესაც რომ არანაირი უფლება არ აქვს პრეზიდენტს, ეს ჩვენი ბრალია? - ფოფხაძე ნადირაშვილის ბრალდებებს პასუხობს

"საქართველოს პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვა პირადად გიორგი მარგველაშვილის გამო ხდება," - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე გააკეთა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ცვლილებათა პაკეტის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება და არაპირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს.

ნადირაშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის უფლებების შეზღუდვა გადაწყდა მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილმა „განსხვავებული ხასიათი გამოავლინა“.

„ეს ამხელა ცვლილებები გამოიწვია ერთმა ადამიანმა, ეს ადამიანი არის გიორგი მარგველაშვილი, რომელიც თავის დროზე ქართულმა ოცნებამ დაასახელა თავის კანდიდატურად, აირჩია, შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ მას აღმოაჩნდა განსხვავებული ხასიათი, არა ისეთი, როგორსაც ელოდებოდა ქართული ოცნება და ახლა როდესაც თვლის, რომ 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, თავს იცავს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტიპის შეცდომები აღარ იყოს დაშვებული და, თუ მაინც ისევ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, რომელიც გამოავლენს თავის ხასიათს, ის ისეთივე ადვილი გადასარჩევი იყოს, როგორც აირჩიეს ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მის ბრალდებებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ, უპასუხა.  მან ნადირაშვილს წარსული შეახსენა და თქვა, რომ 2012 წელს კონსტიტუცია ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის, ინტერესების მიხედვით შეიცვალა.  

„დღესაც რომ არანაირი უფლება არ აქვს პრეზიდენტს, ეს ჩვენი ბრალია? ჩვენ შევქმენით ასეთ მოდელი? ჩვენ ხომ ვიცით, 2012 წელს რეალურად რა ხდებოდა, კონსტიტუცია მართლა მოერგო ერთ ადამიანის ინტერესებს, როდესაც მეტჯერ აღარ აირჩევდნენ მოქმედი კონსტიტუციით და მას უნდოდა პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გადაბარგებულიყო პრემიერის ინსტიტუტზე. ეს იყო ერთ ადამიანზე მორგებული კონსტიტუცია,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები