03 მაისი 2024,   21:16
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭო დღეს ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნი ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეჯერდება

საკოორდინაციო საბჭო  დღეს ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნი ტექსტის საბოლოო ვარიანტზე შეჯერდება.

დეტალებს საბჭოში შემავალი 15 კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი შეხვედრაზე განიხილავს.

საკოორდინაციო საბჭო მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს.

პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მკაცრი იქნება.

„ხელმოწერების ჩამონათვალი იქნება იმ წერილზე, რომელიც შევადგინეთ იმისათვის, რომ ვენეციის კომისიას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, როგორ ჩატარდა საკონსტიტუციო კომისია, როგორ მიმდინარეობს ეს განხილვის პროცესი, ყველაფერი ეს რომ ფარსია და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ვენეციის კომისიამ მკაცრი დასკვნა დადოს,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

დღის ამბები