04 მაისი 2024,   01:36
ვრცლად
არასამთავრობოების აზრით, სასამართლო სისტემაში ოდიოზური ფიგურები არ უნდა რჩებოდნენ

მოსამართლეების უვადოდ განმწესების პრობლემაზე საუბრობენ კოალიაცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ეს საკითხი არასამთავრობოების კვლევაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი პრობლემურია. 

„ამ სისტემის საშუალებით შესაძლებელია, რომ სასამართლო სისტემაში კვლავ განმწესდნენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ არ გააჩნიათ არც პრინციპული ხასიათი, არც მაღალი კვალიფიკაცია,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ფიქრობს, რომ, როდესაც სასამართლო სისტემაში რჩებიან „ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორებიც მურუსიძე და ჩინჩალაძე არიან“, სასამართლო რეფორმას პრობლემები აქვს. 

დღის ამბები