03 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
მორიგი ინციდენტი ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის შავი ზღვის თავზე

მორიგი ინციდენტი ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის შავი ზღვის თავზე მოხდა. რუსული გამანადგურებელი ამერიკულ თვითმფრინავს საშიშ მანძილზე მიუახლოვდა და 6 მეტრის სიახლოვეს ჩაუფრინა. ინციდენტი 9 მაისს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამერიკული მხარის ცნობით, ხომალდსაწინააღმდეგო თვითმფრინავი პოსეიდონი შავი ზღვის თავზე საპატრულო მისიას ასრულებდა, როდესაც მის სიახლოვეს სუ 27 გამოჩნდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტი რუსეთის საზღვართან ახლოს მოხდა. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავის შესაჩერებლად სუ 30 გაიგზავნა, რუსმა პილოტებმა მისასალმებელი მანევრი შეასრულეს და ამერიკელ კოლეგებს მარშრუტის შეცვლა აიძულეს.

დღის ამბები