01 მაისი 2024,   20:56
ვრცლად
სოზარ სუბარმა იმერეთის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისსა და წყალტუბოში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულა.

სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა.

დღის ამბები