03 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ალადაშვილის კლინიკაში ლაშა თორდიასთან პროკურორები მივიდნენ

ამ წუთებში ალადაშვილის კლინიკაში პროკურორები იმყოფებიან. კურიერის ჟურნალისტის შეკითხვაზე "დაკითხეს თუ არა ოთარ ფარცხალაძე" საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი პასუხობს:

„მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ეტაპზე  განხორციელდება სათანადო მოქმედებები, გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით.“

პროკურორები არც იმას აკონკრეტებენ ზოგადად ვინ დაიკითხა მომხდართან დაკავშირებით. 

გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია დაკითხვისთვის მზად არის, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მისმა ცოლმა, მაია ირემაშვილმა განაცხადა.

როგორც ირემაშვილი აცხადებს, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას მკურნალობა უტარდება. ოჯახი შემდგომი ნაბიჯებისთვის ექიმების გადაწყვეტილებას ელოდება. გენერალურ აუდიტორს წოლითი რეჟიმი აქვს. 

ლაშა თორდიას ცოლი განმარტავს, რომ თავდასხმის მოტივი გენერალური აუდიტორის საქმიანობა გახდა. 

შეგახსენებთ, რომ თორდიას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა. როგორც ცნობილია შემთხვევის დროს თორდია პირადი დაცვის გარეშე იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები